ევროკავშირი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ არჩევნებს არ აღიარებს.
"ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს არჩევნები", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში