შევარდნაძის დროინდელმა ჩინოვნიკმა, რომელიც მაღალ ეშელონებში ფინია ძაღლის როლის შესრულებით აცოცდა და და შემდეგ ზურაბ ჟვანიას ნავში გადახტა,მოულოდნელად მითხრა:ბასრი კალამი რომ გაქვს ვიცი, მაგრამ, შავი პიარის აგორება თუ შეგიზლიაო!
უცებ დავიბენი-პიარი კი ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ, "შავი პიარის " დანიშნულება ვერ გავიაზრე, თუმცა, იხტიბარი არ გავიტეხე და ომახიანად ვუთხარი:რა თქმა უნდა, შემიძლია -მეთქი!
ჩინოვნიკი სიხარულისგან ცას ეწია და ჟვანიასთან აუდიენციას დამპირდა.თან დამაიმედა, რომ, "კარგად დამიფასდებოდა!!
ე.წ. "რეფორმატორების" მიმართ ყოველთვის უარყოფითად ვიყავი განწყობილი და ბუნებრივია, ეს შეხვედრაც არ შედგა, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ "შავი პიარის"დანიშნულება ზედმიწევნით შევისწავლე.
მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში პოლიტიკური ინტრიგები საქართველოსთვისაც უცხო არ ყოფილა , ამ ე.წ."შავმა პიარმა" უფრო 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე იჩინა თავი და სხვათაშორის, ძალიან უარყოფითი როლიც შეასრულა !ეს განსაკუთრებით აქტუალურია პოლიტიკურ წრეებში.
დღეს საკმაოდ გვყავს შავ პიარში დაგეშილი ჟურნალისტები, რომლებიც არა მარტო თეთრის შავად წარმოჩენას "ახერხებენ", არამედ, გაურკვეველი ფერებიც შემოაქვთ ქართულ ჟურნალისტიკაში!
რატომ გამახსენდა შევარდნაძისდროინდელი ფინია და "მოხეტიალე" ჩინოვნიკი , აწგარდაცვლილი ზურაბ ჟვანია და ე.წ "შავი პიარი", ახლავე მოგახსენებთ:
ამ ათიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში რომელიღაც რუსულ წყაროზე "დაყრდნობით" ვრცელდებოდა "ექსკლუზიური " ინფორმაცია რუსეთის ლეგენდარული პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გარდაცვალებაზე, რომელსაც კრემლი თურმე შეგნებულად მალავდა.
საუბარი იყო პუტინის ორეულზე და მის დროებით შემცვლელზეც-"წყაროს " თქმით, ძალაუფლება ვადამდელ არჩევნებამდე ხელში უნდა აეღო სერგეი შოიგუს.იყო მეორე ვერსიაც-პრეზიდენტის მოვალეობას დროებით მოქმედი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი შეასრულებდა!
ამ "ექსკლუზიური " ინფორმაციის "გაჟონვის "შემდეგ სოციალურ ქსელში და მედიაში ისეთი ანტირუსული ისტერია ატყდა, როგორც იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანდა."პირსისხლიანი"რუსეთის მოწინააღმდეგენი ექსტაზში იმდენად შევიდნენ, რუსეთის ამხელა იმპერია თვალისდახამხამებაში "დაშალეს" და და საქართველოს ნამდვილი ევროპული მომავალიც დააგვირისტეს!(აფხაზეთი და სამაჩაბლო თავისთავად, მაგრამ, სოჭიც უკვე საქართველოს ტერიტორიად დაიგულეს)
ამ "ექსკლუზივმა" დაახლოებით ორი-სამი დღე იტრიალა ინტერნეტსივრცეში და მერე დავიწყებას მიეცა!..
სამწუხაროდ, არ იყო ინფორმაცია , როდის გამოაჩენდა კრემლი პუტინის ცხედარს და როდის დაინიშნებოდა სამოქალაქო პანაშვიდები, რომ ქართველ "პუტინისტებს" მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან გამომშვიდობება შეძლებოდათ!..
ინფორმაციას დღესაც ტაბუ ადევს. ამდენად, ძნელია იმის თქმა,რამდენ ხანს შეინახავენ რუსები თავიანთ "ბელადს" მაცივარში!
ისე, სწორედ ამას ქვია -კლავენ და ვერ მოკლესო!
P. S რაც არ უნდა მოგვწონდეს, იმპერიული რუსეთი დღეს დამბალანსებლის როლს ასრულებს მსოფლიოში, ხოლო, მისი ოდიოზური ბელადი-ვლადიმერ პუტინი, ამ მისიის უბადლო შემსრულებელია.რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მოსწონდეს უკრაინაში მიმდინარე შოკისმომგვრელი მოვლენები, მაგრამ, იქ მარტო პუტინი და პირსისხლიანი რუსეთი არაფერ შუაშია- ბოროტება უფრო სხვა სიღრმეებიდან იღებს სათავეს.
აქსიომაა ისიც, რომ, როგორც ყველა სხვა იმპერია, ხელოვნურად შეკოწიწებული რუსეთიც დაიშლება, მაგრამ, იმდენი ჭკუა უნდა გვეყოს, რომ ნანგრევებში ჩვენც არ მოვყვეთ!
საბა საბახტარაშვილი