ნიკიტა მარშუნოკისთვის გაუგებარია, თუ რატომ უკეთებენ იგნორირებას ქართველები კაზანტიპს.
"კაზანტიპს დიდი ტერიტორია უკავია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ისე ვერ არის, რადგან ხალხი გაფანტულია. მე მაინტერესებს, რატომ უკეთებს საქართველო იგნორირებას ჩვენს რესპუბლიკას. ბევრმა ადამიანმა დიდი პრობლემების მიუხედავად აქ ჩამოსვლა მაინც მოახერხა. მე არ მესმის რაშია საქმე. ალბათ, ეკლესია არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ პაუზა აიღეს. ჩვენ თქვენი სტუმრები ვართ, სტუმარი კი ღვთისაა. ჩავთვალოთ, რომ სათანადოდ ვერ მიგვიღეთ", - განაცხადა მარშუნოკმა.