საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ. განცხადება ამის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ბევრი განცხადება კეთდება, ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომელიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით." - განაცხადა ოთარ დანელიამ.