როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურმა განაცხადა საქართველოს პოტენციალი, ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავოს რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანისგან, ჯერ არ მიუღია.
"საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. როდესაც ამ მოთხოვნას ოფიციალურად ვნახავთ, მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იმსჯელებენ ამ საკითხზე. მე ჯერ არ მაქვს ოფიციალურად ეს ინფორმაცია", - განაცხადა ხადურმა.