სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ე.წ. დამოუკიდებლობის 6 წლისთავს ზეიმობს. მათ ეს დღე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მიულოცა. მან ლეონიდ თიბილოვს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია:
-"რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის უახლოეს ისტორიაში 2008 წლის 26 აგვისტო უმნიშვნელოვანესი დღეა. ოსი ერისთვის მშვიდობისა და პროგრესის ახალი ეპოქა დაიწყო".