ხვალ, 26 აგვისტოს მინსკში რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
კიევიდან დაბრუნების შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ "უკრაინა თავისუფალია არჩევანში - შეუერთდეს "ევრაზიულ კავშირს". მისივე თქმით "უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას".
"უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მონაწილეობა ნატო-ს სამიტში, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება, არის ნატო-უკრაინის თანამშრომლობის ნაწილი და - "წევრობა", მე, ისევე როგორც ამას სხვები აკეთებენ, მინდა ვიპოვო გზა, რომელიც რუსეთს არ დააზიანებს. ჩვენ [გერმანიას] გვინდა, გვქონდეს კარგი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვინდა გონივრული ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი და მსოფლიოში არსებობს უამრავი კონფლიქტი, რომელთა გადასაჭრელად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ამიტომ ვიმედოვნებ, მივაღწევთ პროგრესს"-განაცხადა მერკელმა.