უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.
-"გადაწყვეტილება მივიღე უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების გათვალისწინებით და იმ დაპირების შესრულების მიზნით, რომელიც დავდე, როცა გადავწყვიტე, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი მეყარა".
ცნობისთვის, პოროშენკომ უკრაინის რადა იმისთვის დაითხოვა, რომ მისი თქმით "რადას შემადგელობის უმრავლეობას ხმა აქვს მიცემული დიქტატორულ კანონზე, რამაც მაიდანზე მრავალრიცხოვანი მხსვერპლი გამოიწვია. პრეზიდენტი მოუწოდებს დემოკრატიულ ძალებს ახალ არჩევნებზე პოუკრაინულ პოევროპული გაერთიანებაც წავიდეს. პრეზიდენტის თქმით, "მეხუთე კოლონას" რამდენიმე ათეული დეპუტატი წარმოადგენს, რომლებიც არ გამოხატავენ იმ ერის ინტერესს, რომელმაც ისინი აირჩია".