ივერიონი / "ბატკივშინა" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

"ბატკივშინა" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

   უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს პარტია "ბატკივშინა", რომლის ლიდერი, იულია ტიმოშენკო პარტიის პოლიტსაბჭოსთან ერთად აცხადებს, რომ პარტია ერთობას შეინარჩუნებს და მხარს დაუჭერს არსენ იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

   -"პარტია ერთობას შეინარჩუნებს და ახალი მოწვევის პარლამენტის კოალიციის ფორმირებაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არსენ იაცენიუკს დაუჭერს. პარტია მზადაა ყველა დემოკრატიულ ერვოპულ გზაზე მდგარ პარტიებთან მოლაპარაკება და გაერთიანება აწარმოოს"-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

   იულია ტიმოშენკო ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია პარტიული სიის გადახედვა და განახლება. მისი თქმით ახალი სახეები სამოქალაქო სექტორიდან უნდა იყვნენ.

   შეგახსენებთ, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილებით უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

26-08-2014, 09:12
უკან დაბრუნება