ივერიონი / დავით სერგეენკო უკრაინაში გაემგზავრება

დავით სერგეენკო უკრაინაში გაემგზავრება

   ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზურაბ უტიაშვილთან ერთად ეწვევა.
   მისი თქმით, ვიზიტის მიზანი დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის და მკურნალობის გეგმის დასახვაა.
  "მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია, დახმარების შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ რამდენიმე სპეციალისტი გაემგზავრება, ასევე გადავწყვიტე, რომ მეც უნდა წავიდე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. ხვალ უკრაინაში გავმართავთ შეხვედრებს. ვიზიტის მიზანია მხარდაჭერა იმ დაჭრილების თუ დაზარალებულების და მათ მკურნალობა-რეაბილიტაციაში დახმარება; ამასთან, ადგილზე საჭიროებების შეფასება და დახმარების გეგმის დასახვა", - განაცხადა სერგეენკომ.

26-08-2014, 10:09
უკან დაბრუნება