ივერიონი / MOODY's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

MOODY's რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

  ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, სააგენტომ საქართველოს შეფასება "სტაბილურიდან" "პოზიტიურში" გადაიყვანა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
   "ეს ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობთ, კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ კერძო საკრედიტო რესურსის ნაწილში გაცილებით გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხება, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში იმყოფებიან უცხოელ პარტნიორებთან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

26-08-2014, 10:19
უკან დაბრუნება