ცნობილი გახდა , რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელბსაც საშუალება ექნებათ საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ 118-დან 94-მდე მცირდება. ხოლო ვიზის ღირებულება 50 ამერიკული დოლარი იქნება.
შესაბამისი სამსახურების განცხადებით, მსგავსი ცვლილება არ არის გართულება, არამედ ეს არის ერთგვარი რეგულაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი იქმნება შესაბმისი მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც არალეგალურად ქვეყნის ტერიროტიაზე პირის დარჩენის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართავს და ამ საკითხზე პასუხისმგებელი იქნება.