ივერიონი / დასუფთავების გადასახადი განახევრდა!

დასუფთავების გადასახადი განახევრდა!

დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა დასუფთავების ახალი ტარიფი უმრავლესობით სამის წინააღმდგ დაამტკიცეს.


შემცირებული ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს.


საკითხი გუშინ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დასუფთავების გადასახადი ზამთრის სეზონზე  5  თვის განმავლობაში განახევრდება.  ამ პერიოდში ყოველ დახარჯულ  1 კილოვატ საათზე, მოსახლეობა  5 თეთრის ნაცვლად  2,5 თეთრს გადახდის.


შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის.


საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას იმითაც ხსნიან, რომ მოსახლეობა      1 000 ლარიან ვაუჩერს ვეღარ მიიღებს.


საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა დასუფთავების ტარიფის უფრო სრულყოფილი ვარიანტი შემუშავდეს.

31-10-2012, 17:38
უკან დაბრუნება