ივერიონი / გიორგი ტაბატაძე:-"მათთან კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის ორმხრივად გაფორმების შესახებ"

გიორგი ტაბატაძე:-"მათთან კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის ორმხრივად გაფორმების შესახებ"

   დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 94 ქვეყანის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კვლავ უვიზოდ შეძლებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით 

   საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ტაბატაძე აცხადებს:

 

   -"დღევანდელი რეგულაციებით, უვიზო ქვეყნების სიაში დარჩა ევროპის, დსთ-ს, ნატო-ს წევრი ქვეყნები და ასევე საქართველოს მნიშვნელოვანია პარტნიორები და ასევე ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადები შემოედინებოდა. ეს ფაქტორები იყო გადამწყვეტი. ხოლო ქვეყნებს, რომელთაც სავიზო რეჟიმი არ შეუნარჩუნდათ, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იქედან, რომ შემომავალი ტურისტული ნაკადები არც ისე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და ამასთან, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ცალმხრივად შევთავაზეთ ქვეყნებს უვიზო რეჟიმის გაფორმება, ასევე შევთავაზეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის იგივე რეჟიმის შემოღება, რაზეც ქვეყნებმა უარი განაცხადეს და ამ ორმა ფაქტორმა საბოლოო ჯამში, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნებს გაუქმებოდათ უვიზო რეჟიმი, თუცმა მათთან კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის ორმხრივად გაფორმების შესახებ".

 

26-08-2014, 17:27
უკან დაბრუნება