პრეზიდენტის ჯილდო ოთარ გურგენაშვილს სამოქალაქო თავდადებისთვის.
არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენიშვილის სახელი არ იცოდეს, არ ამაყობდეს, რომ იცნობდა მას და მეგობარი იყო მისი. ბიჭი, რომელიც ასე ეტრფოდა სიცოცხლეს, ოცნებობდა მომავალზე და გეგმებს აწყობდა, სწორედ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა და მოყვასის სიყვარულის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ოთოს ჯილდო გადასცა სამოქალაქო თავდადებისთვის. ითქვა უამრავი ტბილი სიტყვა, მაგრამ დედისთვის ყველაზე ძვირფასი მისი შვილის სახელის უკვდავყოფაა, რომელიც პრეზიდენტის ჯილდომ კიდევ უფრო უკვდავყო.
ტკივილი, რომელიც არასოდეს განელდება, გმირობა, რომელიც არასდროს გაუფერულდება და ჯილდო, რომელმაც დედის ცრემლში ცისარტყელა დაგვანახა.
სიტყვები უადგილოა, ამიტომ გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას ოთარ გურგენიშვილის დედასთან, ნანა თათუზაშვილთან და ჯილდოს გადაცემის ამსახველ სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანია "ქართული ტვ"-ს მიერ არის მომზადებული.
ავტორები: ირინა თურქია, თინა თაყაძე.
"ივერიონი"
მადლობას უხდის ტელეკომპანიას თანამშრომლობისთვის.