როგორც, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დაწყებისს განაცხადა განაცხადა დედაქალაქის ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობის სხდომაზე პირველ საკითხად თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილება.
"დაახლოებით 25 მილიონი ლარი, ეს არის დეფიციტის მოცულობა, რაც გვაქვს ბიუჯეტში წლის ბოლომდე და აქედან გამომდინარე, იძულებული ვხდებით ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართოთ თანხების მისაღებად სესხის აღებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წლის ბოლოს დაგვჭირდება დამატებითი რესურსები, იძულებული ვიქნებით, სესხი ავიღოთ იმისათვის, რომ გავისტუმროთ ყველა ის ადგილობრივი მომსახურება, რაც არის განსაზღვრული ბიუჯეტიდან და შემდეგ მოგვიწევს მომდევნო წელს გასტუმრება, მას შემდეგ რაც დაგეგმილი და ნორმალურად აწყობილი პროგრამული ბიუჯეტი გვექნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.