თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მიერ ტენდერების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით გამოცხადებული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული კონკრეტული პირობები სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.
მერის თქმით, უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები გამოცხადდება
"ჩვენი წინამორბედების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული პირობები სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შეწყვეტილი ტენდერების ძირითადი ნაწილი კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხება. არ იყო განსაზღვრული კონკრეტულად გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები, ექსპლუატაციის ვადა ზოგ შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი. მაგალითისთვის, სპორტული მოედნების მშენებლობა შემიძლია დავასახელო, სადაც ექსპლუატაციის და ვარგისიანობის ვადა იყო 6 თვით განსაზღვრული. თუ ზამთარში გაფუჭდებოდა სპორტული ახალი მოედანი, კონტრაქტორს პასუხს ვერ მოვთხოვდით. ასეთი იყო სხვა ტენდერების უმრავლესობაც, ამიტომაც შევწყვიტეთ", - განაცხადა ნარმანიამ.