ივერიონი / რიჩარდ ნორლანდი: NDI-ის კვლევები დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია

რიჩარდ ნორლანდი: NDI-ის კვლევები დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია

  საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი NDI-ის კვლევების პოლიტიკურ ნაწილს არ იცნობს, თუმცა ამ კვლევებს დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
  როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, NDI-ი ძალიან პატისაცემი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია, საქართველოში მუშაობს.
  "ვფიქრობ, ეს ციფრები ნორმალური დემოკრატიული დისკუსიების ნაწილია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. რა თქმა უნდა, შედეგებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვება და ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დებატებს. ჩემი აზრით, ზოგადად ამ კვლევებმა აჩვენა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე უკანასკნელი არჩევნების დადებითი შეფასება და ის, რომ ეკონომიკა და დასაქმება მთავარი ეროვნული პრიორიტეტია. არა მგონია, რომ ამ შედეგებით ვინმე გაკვირვებული დარჩეს." - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

27-08-2014, 15:18
უკან დაბრუნება