ივერიონი / შსს-ს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშირე ოფიცერი ეწვია

შსს-ს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშირე ოფიცერი ეწვია

  შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს მეკავშირე ოფიცერი ბატონი მაიკლ ფილიპსი და მისი შემცვლელი ამ პოსტზე ქალბატონი ჯოანა ალექსანდერი ეწვივნენ , რომელიც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა.
   სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც  ჯოანა ალექსანდერი გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, სხვადასხვა უწყებათა საქმიანობას, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.



27-08-2014, 15:28
უკან დაბრუნება