ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური პოლიტიკის მინისტრის მრჩეველი ქალბატონი მაია გვენეტაძე, რომ კარგი სტომატოლოგია, იქიდანაც ჩანს, რომ მასთან პაციენტები მხოლოდ ჩაწერით ხვდებიან, თურმე , მაგრამ, რამდენად კვალიფიციურ რჩევებს მისცემს იგი ახლადდანიშნულ მინისტრს ბატონ შავლიაშვილს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ეს უკვე სხვა თემაა.
საქართველოში დამკვიდრდა მავნე პრაქტიკა: როცა ვინმეს საჯარო სამსახურში თანამდებობაზე ნიშნავენ, იგი აუცილებლად თავისი "გუნდით" მოდის ხოლმე , თუმცა, არავის აინტერესებს, რამდენად ახლოს დგას "გუნდურობა" და ნეპოტიზმი ერთმანეთთან და რამდენად გამოადგება ეს ხელოვნურად შეკოწიწებული გუნდი სახელმწიფოს!..
თუ დღევანდელ ხელისუფლებას "ზონდერ ნაციონალების" შენარჩუნებასა და დაწინაურებაში ადანაშაულებენ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნამდვილ ნეპოტიზმთან ( მინისტრი საჯაროდ ადასტურებს, რომ ქ-ნი მაია გვენეტაძე მისი და მისი ოჯახის ახლობელია), რომელსაც არაპროფესიონალიზმიც ემატება!
ჩვენთვის სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ სტომატოლოგმა რეგიონულ პოლიტიკაში "ჭიპმოჭრილი"სპეციალისტი ჩაანაცვლა და საერთოდ, ბატონ შავლიაშვილს ეტყობა ალერგია აქვს ნამდვილ პროფესიონალებებთან ... მათთან, ვინც თავის დროზე შეიმუშავეს რეგიონული განვითარების სტრატეგია და მუხლჩაუხრელად იდგნენ სამინისტროს ფორმირების სათავეებთან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ, მინისტრის მხრიდან შერისხული არც ერთი მრჩეველი არ ასოცირდება "ნაციონალეთან" -ეტყობა, ისინი მხოლოდ პროფესიონალიზმის გამო დაიწუნეს!
ისე ახლადგამომცხვარი სტომატოლოგი მრჩევლის ქ-ნ მაია გვენეტაძის კრიტიკა ცოტა სარისკოა კიდეც შემთხვევით კბილი რომ აგვტკივდეს და მასთან მისვლამ მოგვიწიოს, ჯანმრთელი კბილებიც არ შეგვრჩება...
თუმცა, ნეპოტიზმი მაინც ნეპოტიზმია!
ანდრია ლისაშვილი