სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მკურნალობის შედეგები წარუდგინა.
მისი თქმით, პროგრამაში ჩართულ 7 პაციენტს ლაბორატორიული ტესტების პასუხები ექიმებმა უკვე გადასცეს, სადაც ჩანს, რომ c ჰეპატიტის ვირუსისგან მათი სრული განკურნება მოხდა.
"წინასწარი მონაცემებით ანალოგიური შედეგები აქვს კიდევ 70 პაციენტს, რომლებიც მკურნალობას ოფიციალურად მომდევნო კვირაში დაასრულებენ. უახლოეს თვეებში მკურნალობას კიდევ 216 პაციენტი დაასრულებს, ხოლო წლის ბოლომდე მკურნალობაში 500 პაციენტი ჩაერთვება. ამ მომენტისთვის განკურნების მაჩვენებელი 96%-ია", - განაცხადა თალაკვაძემ.