ივერიონი / ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე მე-2 სხდომა გამართა

ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე მე-2 სხდომა გამართა

   ქალაქ ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე მე-2 სხდომა გამართა, დეპუტატებმა სულ 14 საკითხი ქუთაისის საკრებულოს, 2013 წლის 25 დეკემბრის N 233 დადგენილებაში, ტენდერებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 300 000 ლარიანი ცვლილება შევიდა, აღნიშნული თანხა ზამთრის ტექნიკის შეძენას მოხმარდება, რადგან დიდთოვლობის დროს ქალაქი პარალიზებული არ აღმოჩნდეს.

   ცვლილება შევიდა "ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 15 გაკარგულებაში, რაც ძირითადად მერიაში რეორგანიზაციის გეგმას ეხებოდა.

   სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების" განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

   აღნიშნული საკითხები დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დავით ცხვარაძე

28-08-2014, 06:55
უკან დაბრუნება