3 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს წინ აქცია გაიმართება.
პ/გ ,,რეფორმატორები'' ეხმაურება ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების ,,სენით'' შეპყრობილი ადამიანების მიერ დაანონსებულ აქციას ამერიკისა და NATO-ს წინააღმდეგ და მათი აქციის საწინააღმდეგოდ 3 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს წინ ვმართავთ აქციას ,,ყველა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე''. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას ალტერნატივა არ აქვს.
ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა. გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას და პატივისცემას. ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების პროცესში ალიანსის სრულუფებიანი წევრი გახდეს.
ყველამ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები.
პ/გ ,,რეფორმატორები''