ივერიონი / ზვიად ტომარაძე:-"ჩემთვის მხოლოდ ერთი დროშა არსებობს და ეს საქართველოს დროშაა!!!"

ზვიად ტომარაძე:-"ჩემთვის მხოლოდ ერთი დროშა არსებობს და ეს საქართველოს დროშაა!!!"

   "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ევროინტეგრაციის მომხრეებსა და რუსეთთან დაახლოების მომხრეებს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

   -"სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გახშირდა სიტყვა "მოღალატის" ხსენება. ამ ტერმინს ერთმანეთის მისამართით ძირითად ორი დაჯგუფება იყენებს: ევროინტეგრაციის მომხრეები და რუსეთთან დაახლოების მომხრეები. მიმაჩნია რომ სიტყვა მოღალატე ძალიან მძიმე ბრალდებაა და უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ორივე ბანაკში მრავლად არიან პატრიოტი ქართველები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებისა და ტერიტორიული გამთლიანების გზებს სხვადასხვა საგარეო კურსის გატარებაში ხედავენ. სამწუხაროდ პროქართული პოლიტიკის გატარების მომხრეები, ორივე ბანაკის მხრიდან განიცდიან აგრესიულ დამოკიდებულებას. პროქართული პოლიტიკის გატარება თვითიზოლაციას კი არ ნიშნავს, არამედ პირველ რიგში ეს სახელმწიფოებრივ აზროვნებაა და იმის გათვითცნობიერება რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, ყველაფერს ინტერესები განაპირობებს. შესაბამისად საშინაო პოლიტიკა იქნება ეს თუ საგარეო უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ჩავარდნა დამღუპველია... რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა იქნები? მონა მონაა... მიუღებელია როგორც ევროკავშირის, ასევე რუსეთის დროშის ფრიალი...

   ...ჩემთვის მხოლოდ ერთი დროშა არსებობს და ეს საქართველოს დროშაა!!!"

 

28-08-2014, 07:19
უკან დაბრუნება