როგორც უკვე ცნობილია, NDI-მ პოლიტიკური კვლევის რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევის ამ შედეგებს არ ენდობა საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტის დირექტორი კახა კახიშვილი და "ალიასთან" საუბრის დროს ამბობს:
-"ენდიაია მთავარი გზავნილი - ნუ გეშინიათ ივანიშვილის, რადაგ მისი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. ორგანიზაცია ცდილობს წარმოაჩინოს, ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი დამოიკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტებად, რომელთა ირგვლივ გაერთიანებაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უნდა მოხდეს. ამ პოლიტიკოსებს როცა ეუბნები, რომ საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში, ბუნებრივია, ეს აღძრავს მათში ამბიციებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები. ამას ისიც შეუწყობს ხელს, რომ თვითონაც იციან, ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ გაჩერდებიან სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომაც შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა, ვიდრე მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, დაასწროს მოვლენებს და თვითონ მიიღოს გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება".
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის მიხედვით, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა, მეორეზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მესამე ადგილს კი პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი იკავებს.