ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი:-"დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევით"

გიორგი მარგველაშვილი:-"დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევით"

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს:

 

   -"უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად".

 

29-08-2014, 10:32
უკან დაბრუნება