საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე 4-5 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს ეხმიანება და დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ეს სამიტი სერიოზულ ბიძგს მისცემს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში".
-"პრეზიდეტის ამოცანაა, რომ ეს სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოხდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის და წარმატებების შეფასება და ამის მხოლოდდამხოლოდ დადებითად ასახვა, არამედ ამ სამიტმა ძალიან სერიოზული ბიძგი უნდა მისცეს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. რადგან ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის ალიანსში გაწევრიანება და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა და პრეზიდენტის ხედვა არის ის, რომ მოინახოს ის მექანიზმები, რომელიც ამ სწრაფვას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და ევროინტეგრაციას მაქსიმალურად დააჩქარებს. მოგეხსენებათ, ეს არ არის გაფართოების სამიტი, აქედან გამომდინარე, აქ ალიანსის გაფართოებაზე გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს შინაარსზე და არა მხოლოდ გარეგნულ ფორმაზე. შინაარსი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მაქსიმალურ ჩართულობას ნატო-ში და ნატო-ს მაქსიმალურ ჩართულობას საქართველოში", - განაცხადა ფხალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თუმცა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცახდებით, პაკეტი, რომელსაც ნატო საქართველოს სთავაზობს, ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება და საშუალებას მისცემს სწრაფად მოემზადოს ნატო-ს წევრობიოსთვის.