ივერიონი / დავით უსუფაშვილი:-"სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი"

დავით უსუფაშვილი:-"სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი"

   უკრაინაში განვითარებული მოვლენები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციები შეთანხმებულია, თუმცა უსუფაშვილის შეხედულებით პრობლემა მხოლოდ განცხადებებით არ მოგვარდება.

   -"სამწუხაროდ, უკრაინაში გრძელდება რუსეთის აგრესია. ამის მოწმე ვართ ჩვენ, რამდენიმე თევა. ბოლო პერიოდში, დაიძაბა ვითარება. სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ, უნდა გავაგრძელოთ ისპოლიტიკა, რაც დღემდე იყო - ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.

    ამასთანავე, პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმიწფოს ლიდერის განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. საქართველო, მისი მთავრობა ამ კონფლიქტის განვითარების პირველი დღიდანვე ყოველდღიურ კოორდინაციაშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან და ჩვენი პოზიციები, ჩვენი განცხადებები, ქმედებები შეთანხმებულია, არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

29-08-2014, 14:17
უკან დაბრუნება