ივერიონი / ასოციაცია "ბადები"-"რა გამოდიხართ, ქ–ნო წულუკიანო?"

ასოციაცია "ბადები"-"რა გამოდიხართ, ქ–ნო წულუკიანო?"

   "ივერიონს" ასოციაცია "ბადები"–ს ხელმძღვანელი დარინა ლომინაძე დაუკავშირდა და წერილის გამოქვეყნება სთხოვა. ვინაიდან წერილში დასმული პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და ვფიქრობთ სასწრაფო ყურადრებას მოითხოვს, წერილს უცვლელად გთავაზობთ.

   

   -"გამოსახლებები არა თუ შეჩერდა, არამედ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. არავინ ამბობს იმას, რომ ვალს დაბრუნება არ უნდა, არავინ ითხოვს გვაჩუქეთო, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობაში  არ ტრიალებს თანხა, რა გზით შეიძლება ვალი დაფაროს კაცმა? ახლა რასაც გავასაჯაროვებთ, არც არავისთვისაა უცხო და ეს ფაქტები ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროდ გამკითხავი არავინ ჩანს, არადა კეთილი ნების შემთხვევაში შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და ათობით სიცოცხლის გადარჩენა.

   ბანკების, მიკრო საფინანსოებითა და მევახშეებიდან დაზარალებულთა გაუხმაურებელი სიკვდილიანობა და თვითმკვლელობები!

   -გლდანის რ–ნში, გამოსახლების ფურცელზე ხელისმოწერის დროს, ფეხმძიმე გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა.

   -პეკინზე, გამოსახლების მეორე დღეს 42 წლის მამაკაცი, გულის შეტევით გარდაიცვალა.

   -ვერაზე, გამოსახლებისას, ქალბატონმა მევახშესა და აღმსრულებელს , კიდევ ერთი ღამის გათენება სთხოვა და აღმსრულებელს, დილით გარდაცვლილი ნახეს.

   -გლდანში, აღმსრულებლებმა იუბილარს გაშლილი სუფრა აალაგებინეს, 22 წლის ბიჭს სტუმრების მოერიდა და მე–14 სართულიდან გადმოხტა.

   -მცხეთაში, შვილის ციხიდან დასახსნელად, მამამ ბინა იპოთეკით დათვირთა, შვილი ციხიდან დაიხსნა. გაჭირვებულმა პროცენტები ვეღარ გადაიხადა და გამოსახლებაზე სააღმსრულებლო ფურცელი მიუტანეს, მამამ თავი ჩამოიხრჩო. შვილმა გარდაცვლილი მამა, რომ ნახა, მამის ბედი გაიზიარა. ორი მიცვალებულის დასაფლავებიდან უმოკლეს დროშიჭირისუფალი ქუჩაში გამოასახლეს.

   -ხაშურში 22 წლის გოგონას სამკურნალოდ, დედამ ბინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 8000აშშ დოლარად დატვირთა , სამწუხაროდ გოგონა მშობიარობას გადაჰყვა და ორი მცირე წლოვანი ბავშვი დარჩა,ქალბათონმა ნარგიზმა გაჩირვებით 10000 აშშ დოლარი გადაიხადა, კრედიტორი 12000 აშშ დოლარს ითხოვდა, რის საშუალებაც ოჯახს აღარ ქონდა, სააღმსრულებლო ფურცელის მიტანის შემდეგ, ქალბატონ ნარგიზის 25 წლის ვაჟი გულის შეტევით გარდაეცვალა. დედამ ორი შვილი დაასამარა,ბიჭის დასაფლავების დღეს ქ–ნმა ნარგიზმა თავი მოიწამლა. ქალბატონი რეანომობილით თბილისში, წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში იქნა გადმოყვანილი.

   -ქუთაისში, ოჯახის უფროსი, ქალბატონის მეუღლე ვალის დასაფარად თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მეუღლეს გამოსახლებაზე ფურცელი მოუტანეს, ეს რომ ოჯახის უფროსს გააგებინეს, თურქეთში გულის შეტევით გარდაიცვალა.

   -ქუთაისში, გამოსახლების დღეს ქალბატონმა თავი ჩამოიხრჩო.

   -ვარკეთილში, მოხუცმა მამაკაცმა გამოსახლებაზე სააღმსრულებლო ფურცელის ჩაბარების შემდე თავი ჩამოიხრჩო.

   -გორში, დევნილმა ქალბატონმა გამოსახლების დღეს თავი ჩამოიხრჩო.ქობულეთში, გამოსახლებაზე სააღმსრულებლო ფურცელის ჩაბარების შემდეგ, ქალბატონმა თავი ჩამოიხრჩო.

   -თბილისში, გამოსახლების მეორე დღეს, ქალბატონი გულის შეტევით გარდაიცვალა, ღია ცის ქვეშ დარცენილმა შვილმა, თავისი სახლის კარები შეამტვრია და გარდაცვლილი დედა წესის ასაგებადსახლში დაასვენა საიდანაც მოხდა გამოსვენება. – ამისთვის შვილი დაიჭირეს.–

თბილისში, ერაყის ომში გარდაცვლილი შვილის , ლოგინს მიჯაჭული დედა, ზამთარში, გარეთ გამოასახლეს, ოჯახმა ფარდულს შეაფარა თავი, ქალბატონი სიცივისაგან გაიყინა და გარდაიცვალა.

   -ამასწინებზე, "რუსთავი 2" –ის საინმფორმაციომ, ხაშურში, მატარებელმა ლიანდაგებზე მჯდომი მამაკაცის, მურმან გრიგალაშვილის თვითმკვლელობა გააშუქა. სამწუხაროდ, მიზეზი არ უთქვამთ. – მურმან ლებანიძეს მეორე დღეს გამოსახლება ქონდა ჩანიშნული!

   მზგავსი ფაქტები ბევრია! 

   ნუთუ არ არის საკმარისი? განა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს?! ეს ხომ გაძვალტყავებული, ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობიდანაა გამოწვეული? ამ გასაცოდავებულებმა იციან, რომ ვალი დასაბრუნებელია, მაგრამ ...

   წულუკიანს შეუძლია გამოსახლების შეჩერება, მაგრამ ეგ სააღმსრულებლოს "კუნთმაგარ–გონება ჩლუნგ" ბიჭებს წარჩინებული მუშაობისათვის ქების სიგელებს ურიგებს!

   რა გამოდიხართ ქ–ნო წულუკიანო? –ერის გენოციდში, ხელისშეწყობის ლიდერი! (სტატუსს ხალხი მოგანიჭებთ!)

 

   P.S. ასოციაციას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირი", რომელიც უკვე თვეზე მეტია კანცელარიასთან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს. დარინა ლომინაძის თქმით ამ მიმართვას ორივე ორგანიზაცია ერთად ავრცელებს.

 

30-08-2014, 11:47
უკან დაბრუნება