ივერიონი / მიხეილ გორბაჩოვი:-"თუ რუსეთი მართლა ჩაერევა, მერე ხანძარს მთელი მსოფლიო ვერ ჩააქრობს"

მიხეილ გორბაჩოვი:-"თუ რუსეთი მართლა ჩაერევა, მერე ხანძარს მთელი მსოფლიო ვერ ჩააქრობს"

   სსრკ-ს პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთი ჯერ არ ჩარეულა უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. ექს-პოლიტიკოსის განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

   -"რუსეთი ჯერ არ ჩარეულა უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. თუ რუსეთი მართლა ჩაერევა, მერე ხანძარს მთელი მსოფლიო ვერ ჩააქრობს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეწყდეს სისხლისღვრა და ერთმანეთის ხოცვა, ეს ხომ ერთი ხალხია. არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპულ სასაკლაოზე გავიდეს ხაზი. ვიღაც თბილად და კომფორტულად ზის და გვერდიდან უყურებს ყველაფერს, მაშინ როცა იხოცებიან ახალგაზრდები, ბავშვები, მოხუცები. ესვრიან სამშობიარო სახლებს. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 2000 მოქალაქე და დაჭრილი რამდენია? ეს უნდა შეწყდეს"-ამბობს ექს-პოლიტიკოსი. 

   შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში გორბაჩოვი არ თვლიდა, რომ ყირიმში პუტინმა ჯარები ანექსიისთვის შეიყვანა.

 

30-08-2014, 14:41
უკან დაბრუნება