ივერიონი / "ერთ თვეში ტერორიზმი ევროპამდე, 2 თვეში კი - ამერიკამდე მიაღწევს"

"ერთ თვეში ტერორიზმი ევროპამდე, 2 თვეში კი - ამერიკამდე მიაღწევს"

   გუშინ რადიკალი ისლამისტების მხრიდან შესაძლო ტერაქტების განხორციელების გამო დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს.

   დღეს კი სააგენტო reuters.com საუდის არაბეთის მონარქის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მან უცხოური სახელმწიფოების ელჩებს მიმართა.

 

   -"სულ მალე ისლამისტი ტერორისტები ევროპასა და აშშ-ში შეაღწევენ, გთხოვთ გადასცეთ ეს გზავნილი თქვენ ლიდერებს... ტერორიზმი ბოროტი ძალაა, რომელსაც სწრაფად უნდა შევებრძოლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ერთ თვეში ტერორიზმი ევროპამდე, 2 თვეში კი - ამერიკამდე მიაღწევს"- განაცხადა საუდის არაბეთის მეფემ აბდალა ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა.

 

30-08-2014, 19:33
უკან დაბრუნება