ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კობა რიგვავა სამართალდამცავებმა ქრთამის დიდი ოდენობის აღების ფაქტზე დააკავა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახიდ 7 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ,
გამოძიებით დადგინდა რომ რიგვავამ ქუთაისის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდ.მეწარმეს თვითნებურად დაუწესა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით..
დავით ცხვარაძე