ივერიონი / უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრდა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრდა

   დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრედა, კერძოდ 1 სექტემბრიდან 24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა არ შეეძლებათ. 

   აღსანიშნავია ისიც, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, 94 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში უვიზოდ გაჩერებას ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა, 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. 

   უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ ევროპის ქვეყნების, ნატო-ს წევრი, დსთ-ის წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეები. 

საქართველოში შემოსასვლელი ვიზა დღეიდან 50 დოლარი ეღირება და მისი აღება საზღვრის გადმოკვეთისას აღარ იქნება შესაძლებელი. საქართველოს ვიზა მხოლოდ ქვეყნის ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიცემა.

   დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დიდი ნაწილი -პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი. 

   ძალაში შედის ასევე ასოცირების შეთანხმების პირველი კარი – ძირითადი პრინციპები; მეორე კარის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები და სხვა.

 

1-09-2014, 08:55
უკან დაბრუნება