-"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ქვეყანაში მართლაც ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მტკიცე დემოკრატიის მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემთვის არ არის სასიამოვნო ის, რასაც ამბობენ და წერენ პირადად ჩემზე და ჩემს მთავრობაზე, მე მაინც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ამის უფლება.
წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გველის, განსაკუთრებით მედიის პოლარიზაციისა და პოლიტიკური პარტიებისადმი მიკერძოების კუთხით. მიუხედავად ამისა, სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეს, ორგანიზაციის "ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე" ინდექსის თანახმად, საქართველო 84-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების მიხედვით მაშინ, როცა 2008 წელს ჩვენ მხლოდ 120-ე ადგილი გვეკავა"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციაზე.