ძლიერი წვლიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. მძიმე მდგომარეობა ლაკასხევსა და ხადის ხეობაში. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს სათადარიგო გზის გაჭრაც.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, ამ ეტაპზე პრობლემის მხოლოდ დროებითი მოგვარებაა სესაძლებელი, საჭიროა საფუძვლიანი სამუსაოების ჩატარება, რის შესახებაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმირებულია.