ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველმა მეწარმეებმა ევროპული სტანდარტები უმოკლეს დროში დააკმაყოფილონ. განცხადება ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის დროებით ამოქმედებაზე საუბრისას გააკეთა.
"დღეიდან ოფიციალურად, ფორმალურად შესაძლებელია 500 მილიონიან ბაზარზე, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, საქართველოდან პროდუქციის შეტანა. ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მეწარმეებმა, მწარმოებლებმა, უმოკლეს დროში შეძლონ სტანდარტების უმაღლეს დონემდე მისვლა",- განაცხადა პეტრიაშვილმა.