საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი დროებით ამოქმედდება. საგაერო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, დროებითი ამოქმედებით საქართველოს ეკონომიკას საშუალება ეძლევა იმ პრივილეგიების გამოყენება დაიწყოს, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება აძლევს.
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან იწყება ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ კანონოს დროებითი ამოქმედება. ეს საქართველოს ეკონომიკას საშუალებას აძლევს იმ პრივილეგიებით სარგებლობა დაიწყოს, რასაც მას ასოცირების ხელშეკრულება აძლევს.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ბიზნესმენები, ქართული ბიზნესი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, რასაკვირველია, გარკვეული ნორმების შესრულებაა საჭირო. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და დარწუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ძალიან ბევრი ისარგებლებს იმ პროვილეგიებით, რომელსაც ევროკავშირი თავისი სავაჭრო რეჟიმით გვაძლევს.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, კონტაქტი ყველა პარტნიორთან, მათ პარლამენტებთან და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნების უმრავლესობას ხელშეკრულება რატიფიცირებული ექნება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.