ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი:
"ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა, ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც უკვე ვახსენე, თომას ჰამარბერგმა და ევროკავშირმა მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავეთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიცაა შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის, დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.
არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს მსგავსი გეგმა. ის მოიცავს სამართალდამცავ, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემებს, შრომის ბაზარს, სოციალ მომსახურებას, ასევეეროვნულ და ადგილობრივ სახელისუფლებლო ინსტიტუტებსა და სტრუქტურებს. პროგრესი შეფასდება და შესაბამისი მოხელეები ანგარიშვალდებული იქნებიან გეგმის შესრულებისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.