როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, კლიმატის ცვლილების სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა კომენტარი. მაშინ ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური ინფორმაცია,რომ გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი უნდა გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს და მას ექნება კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოსვლა.
"დანარჩენი რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის პოზიცია და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ოფიციალური დასტური პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.