ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშოისო ძებნის გამოცხადების თემას საპარლამენტო უმრავლესობის, წევრი გია ვოლსკი ეხმაურება.
"პოლიტიკური ცხოველია და ამ ცხოველს სჭირდება გარკვეული კვება. თემები, რომელზეც ედავება გამოძიება, საკმაოდ დამაზარალებელია, ეს არ შემოიფარგლება ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულით.
ვერაფერს სასაცილოს მე ვერ ვხედავ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ტრაგიკულია ქვეყნისთვის, რომ მისი პირველი პირი, თუნდაც ოპოზიციაში დღეს მყოფი არის ბრალდებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაფლანგვა, დატაცება, მითვისება და კიდევ უამრავი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას მისდამი",-განაცხადა ვოლსკიმ.