რეჟისორ დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
-"ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილება გასაჩივრდება"-აცხადებს ადვოკატი.
დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, გვიან ღამით მოკლეს.