საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს გოგოლაძეს 3 მოადგილე ეყოლება.
თუმცა, სამინისტროს გარკვეული რეორგანიზაციის შემდეგ, თუ საჭირო გახდა შესაძლოა, მინისტრი ხათუნა გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ მე-4 მოადგილეც დაემატოს.
მინისტრმა საკუთარი მოადგილეების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს უკვე წარვუდგინა, ის დღესვე ელოდება ივანიშვილის გადაწყვეტილებას. "ვიდრე ჩემი მოადგილეები თანამდებობაზე არ დამტკიცდებიან, სახელისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა გოგოლაძემ.
გოგოლაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე არც ერთი არ დარჩება.