"გლობალ ასოშეიტედ ნიუსის" თანახმად, ხაჯიმბას გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა. მისივე ცნობით, მან მანქანის მართვის დროს კონტროლი დაკარგა.
ინფორმაციის გადამოწმება "პირველმა" "ევროპელი დემოკრატების" ლიდერ პაატა დავითაიასთან სცადა. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სოხუმში, მგზავრობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.
"ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ნახევარი სათის ამბავია და ჯერ მალავენო. ეს ინფორმაცია სოხუმში ტრიალებს და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ვრცელდება", - განაცხადა დავითაიამ.
წყარო : http://pia.ge/show_news.php?id=22194&lang=geo