პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სავიზო რეჟიმს ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში არაფერია ახალი და განსხვავებული. მისი თქმით ჩვენს ქვეყანაში ბევრი უვიზო მოქალაქეა სხვა ქვეყნიდან და ახალი რეგულაცია ამ ყველაფერს დაარეგულირებს.
-"ერთი პერიოდი ძალიან ბევრ ქვეყანას ჰქონდა უვიზო რეჟიმი, რამაც ბევრი მოქალაქე სამუშაოს ძიებაში აქ შემოუშვა. ახლა რეჟიმი გამკაცრდა და ქვეყნების ნაწილს ჩამოერთვა ეს უფლება და იმისათვის, რომ მომავალში უკანონო მიგრატები არ გაიზარდოს, საჭიროა კანონის გამკაცრება".
ექსპერტი აცხადებს, რომ იმიჯისა და რეალობის საკითხები ერთმანეთს ებმის. სააკაშვილის თემაზე საუბრისას საყვარელიძე ხაზს უსვამს იმას, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადასტუროს სააკაშვილის ბრალეულობა.
-"თუ ბრალეულობა დადასტურდა, მაშინ იმიჯის საკითხიც არ იქნება აღებული იმ ჭრილში, როგორაც ახლა ტრიალებს, უფრო მეტიც, ამ თემის გადაწყვეტა მოუხდება საქართველოს იმიჯს, თუმცა გააჩნია ქოთანს ყურს ვინ როგორ მიუბამს".