სასტუმრო "წყალტუბო პლაზაში" დასრულდა გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი ნარდში ჟურნალისტებს შორის, რომელიც "განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - "ხობის" პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირში საქართველოს ტელე და ბეჭდვითი მედიის 25-მდე წარმომადგენელთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მედიასთან და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საინტერესო და დაძაბული პაექრობის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულის ტიტული და ღია საერთაშორისო ტურნირის საგზური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ მოიპოვა.
მე-2 ადგილზე გავიდა ტვ-3-ის ოპერატორი ნიკოლოზ სანიშვილი.
საქართველოს ნარდის კლუბის დირექტორმა ნინო თევზაძემ პირველი ადგილის მფლობელს გოგი ბუკიას სახელობის თასი გადასცა. ხოლო მე-2 ადგილზე გასულმა გოდერძი ბუკიასაგან საჩუქრად მიიღო საგზური დაბა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" და ასევე, გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება.
ორგანიზატორების განცხადებით ტურნირი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მას მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც შემოუერთდებიან.