ივერიონი / რატომ ვეღარ ვხედავთ გოგა პიპინაშვილს სცენაზე, რა ხათაბალაშია ის და დაიხურება თუ არა "არტ-ჰოლი"?

რატომ ვეღარ ვხედავთ გოგა პიპინაშვილს სცენაზე, რა ხათაბალაშია ის და დაიხურება თუ არა "არტ-ჰოლი"?

   სტუდია "არტ-ჰოლი" 18 წელია არსებობს და კეთილ საქმეს სულ სხვის და სხვის შენობაში აკაეთებს. ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს უამრავი ნივთი ეკარგებათ და ყველაფერის დაწყება კიდევ ერთხელ თავიდან უხდებათ. 

   -"სტუდია 1996 წლიდან მაქვს. ახლა მეშვიდე შენობას ვართ შეფარებული, რომელიც ასევე ჩემი გარემონტებულია. ამ 18 წლის მანძილზე რაღაცების ქირაობით დავიღალე, გარემონტებით და მერე საჩუქრად გადაცემით დავიღალე. ჩემი დრო არასდროს მოვიდა. არც ერთ მთავრობას, რომელთანაც ამ წლების მანძილზე შეხება მქონდა, არ მოუცლია ამ სტუდიისთვის. ყოფილ მერთან უსიამოვნო საუბარი მქონდა, რის შემდეგაც სერიოზული ნაბიჯი გადადგა დასახმარებლად... მაგრამ მაინც ასე დავრჩით. გადასვლა-გადმოსვლაში უამრავი ნივთი დავკარგეთ. გაურკვევლად წამოვედი თეატრალური უნივერსიტეტიდან, სადაც ერთი პერიოდი ვიყავით.     აუდიტორიებად გადატიხრეს ის დარბაზი, სადაც სტუდია მქონდა. იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. ალტერნატიულ ფართს მთავაზობდნენ და ჯერჯერობით ისევ მოუგვარებელია ეს საკითხი. ილიაუნის ერთ-ერთ სასწავლო ცენტრად ვითვლები. თუ გადაწყვიტეს, რომ ასე არ არის, ოფიციალურად უნდა მომმართონ, რის გამო აღარ არის ასე. ერთი წელია აქ ვართ, კინომსახიობთა თეატრის ეზოში. შესაბამისი ფართის არქონის გამო მომიწია სასცენო მოძრაობისა და ცეკვის სწავლების შეჩერება. სტუდიაში სწავლის მსურველმა ბევრმა ბავშვმა დარეკა და ამიტომაც მივიღებ ბოლო ნაკადს. 

   აღარ მინდა ამ ხათაბალაში ყოფნა. ამ გადაადგილება-გადმოადგილებამ უამრავ პროექტზე მათქმევინა უარი. 24-საათიან რეჟიმს ითხოვს. პირადად ჩემს მაყურებელს უკვირს - რატომ არ ვარ სცენაზე? აი, ამიტომ არ ვარ. მომავალ თაობაზე ზრუნვას ვერ ვწყდები. თეატრალურ უნივერსიტეტში ერთი ჯგუფიც არ არის, რომ ჩვენი მოწაფე არ იყოს. ეს ჩემთვის ცოტა რამეზე არ მეტყველებს. 56 წლის რომ ხდები, აწონ-დაწონა გიწევს, კიდევ შეგიძლია რაიმეს გაკეთება, თუ ისევ ახალ თაობაზე ზრუნვა უნდა განაგრძო"-ამბობს მსახიობი.

   ყველაფრის მიუხედავად ბავშვებზე, საკუთარ საქმეზე შეყვარებული მაინც განაგრძობს მომავალ თაობაზე ზრუნვას და თეატრი განცხადებას აქვეყნებს.

   -"და ბოლოს ! ! ! ! ! ! ..... გადაწყდა ..... 28 აგვისტოდან (მარიამობა ...... ) გამოვაცხადებთ ახალი მოზარდების მიღებას ჩვენს სტუდიაში ....... ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი " Aრტ Hალლ " ში ..... ეს იქნება ალბათ ბოლო ნაკადი და ამით ..."-წერს მსახიობი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

   P.S. ვრცელი ინტერვიუ მსახიობთან შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ "პრაიმტაიმში".

 

2-09-2014, 07:51
უკან დაბრუნება