როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "მაესტოს' ეთერში განაცხადა "გარკვეული საკითხები ალბათ საჭიროებს მოთელვას", საუბრისას მან გარკვევით აღნიშნა, რომ უთანხმოება მასსა და პრემიერს შორის არ არსებობს.
"არანაირი არც დაძაბულობა და არც უთანხმოება აქ არ არსებობს. ეს არის მიმდინარე პროცესი ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკითხები, ალბათ, საჭიროებს მოთელვას", - თქვა მარგველაშვილმა.