თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
სხდომაზე რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდზე იმსჯელებენ. სასამართლომ წინა პროცესზე უკვე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმის მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა დაურთო, რომლითაც ადვოკატების თქმით, ბათილდება ამ საკითხთან დაკავშირებული აქამდე არსებული დასკვნა.