დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ნაწლავური ინფექციების ეპიდემიურად გავრცელების საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა, სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის დაცვას ურჩევენ.
„ასეთი შემთხვევები ზაფხულში არის ხოლმე, ეს არის დაკავშირებული ძირითადად ჰიგიენური პირობების დაუცველობასთან, ამის პრევენციის ერთადერთი გზა ჰიგიენური ნორმების დაცვაა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ.