დღეს გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს თბილისის საკრებულო მერიის ინიციატივას კომერციული ბანკებიდან 25 მილიონი ლარის სესხის აღების შესახებ. როგორც ცნობილია, თანხა ძირითადად სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე დეტალურად უნდა განიხილონ, როგორ და კონკრეტულად, რაზე გადანაწილდება ეს თანხა. საკრებულოს უმრავლესობა ამბობს, რომ ამ საკითხს კენჭისყრამდე ქალაქის მთავრობის წევრებთნ ერთად განიხილავენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"განიხილება თანხების მიცემის საკითხი თბილისის მთავრობისთვის გამომდინარე ბიუჯეტის დეფიციტიდან გარკვეული თანხის სესხის აღების თაობაზე. ჩატარდება მოსმენები როგორც საკომიტეტო, ასევე საკრებულოს სხდომაზე და შესაბამისი არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ მიიღებს საკრებულო გადაწყვეტილებას",- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემელაძემ.